logo_geo
გია ყანჩელის „ჩიტო გვრიტო“ ესპანურად
- +

19 ივლისი. 2020. 10:39

 

 

ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებას დიდი ხანია მთელი მსოფლიო იცნობს და მის ნაწარმოებებს სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსები და მომღერლები ასრულებენ.

 

წარმოგიდგენთ Kin Chi Kat-ის სიმღერას ”El Pajarito”, რომელიც რეჟისორ გია დანელიას ფილმ „მიმინოსთვის“ დაწერილი გია ყანჩელის „ჩიტო გვრიტოს” ესპანურენოვანი ვერსიაა.

 

დუეტ Kin Chi Kat-ის წევრი – ნიკი დიპლომირებული ენათმეცნიერია, რომელიც 8 ენას ფლობს, ხოლო ქეთის არაჩვეულებრივი ძლიერი ხმა აქვს.

 

გასულ წელს ნიკი და ქეთი ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც სიმღერები ჩაწერეს თავიანთი ალბომისათვის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი