logo_geo
პრეზიდენტი დღეს ანზორ ერქომაიშვილს დააჯილდოებს
- +

9 აგვისტო. 2020. 12:12

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ცნობილ მომღერალს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს დააჯილდოებს.

 

დაჯილდოება ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში 17:30 საათზე გაიმართება.

 

გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

 

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი