logo_geo
სერიალი „მოსიარულე მკვდრები“ მე-11 სეზონის შემდეგ დასრულდება
- +

11 სექტემბერი. 2020. 02:56

 

 

 

ტელეკომპანია AMC სერიალ „მოსიარულე მკვდრებს“ მე-11 სეზონის შემდეგ დახურავს. ამის შესახებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შოუს ფინალურ სეზონში 24 ეპიზოდი იქნება და მაყურებელი მას 2021-2022 წლებში ნახავს. ამასთან, შოუს დახურვის შემდეგ ფრანშიზის გაფართოვდება გაგრძელდება. ტელეკომპანიამ ახალი სპინ-ოფის შესახებ განაცხადა, რომელიც „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირების - დერილ დიქსონისა და კეროლ პელეტიეს ისტორიას მოგვითხრობს. მათ როლებს შოუში ნორმან რიდუსი და მელისა მაკბრაიდი ასრულებენ.

 

პროექტს ორიგინალური სერიალის შოურანერები - ანჯელა კენგი და სკოტ გიმპლი უხელმძღვანელებენ. მისი რელიზი კი 2023 წელს იგეგმება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი