logo_geo
სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ ეთერში ბრუნდება!
- +

26 მარტი. 2017. 23:39



„არხის ფინანსური პრობლემები, მთლიანობაში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, რაც აისახა სარეკლამო ბაზრის ვარდნაში და შესაბამისად ტელევიზიების და სატელევიზიო სივრცეში მოქმედ კომპანიებზე. სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო, იძულებულნი ვართ შევაჩეროთ "ხელოვნური სუნთქვა" და დაველოდოთ უკეთეს პერიოდს როდესაც შესაძლებელი იქნება ამ პროექტის დაფინანსება. სამწუხაროდ ეს სერიალი ჯერ სტარტის ეტაპზეა და პირველი ორი სეზონი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ პროექტი გამხდარიყო თვითკმარი და კომერციულად გამართლებული. სამწუხაროდ დღეს, არც „რუსთავი 2"-ს და არც "ფორმულა კრეატივს" არ აქვს საშუალება დოტაციური პროექტი აწარმოოს", - ეს კომენტარი სერიალის პროდისერმა ირაკლი საღინაძემ „პრაიმტაიმთან" მაშინ გააკეთა, როცა სერიალი დროებით შეჩერდა.


ირკვევა, რომ სერიალი „ხელოვნური სუნთქვა" გრძელდება. „პრაიმტაიმი" საღინაძეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად.



- ირაკლი, როგორც მახსოვს ფინანსური პრობლემების გამო შეაჩერეთ სერიალი, რა შეიცვალა?


- დამფინანსებელი ვიშოვეთ, ვინც აფინანსებს ხარჯის ძირითად ნაწილს.

 

- როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში?


- მარტის შუა რიცხვებიდან განახლდება სერიალის ჩვენება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი