logo_geo
ლაშა კეკუა: ქვისდამი დიდი ინტერესი ჩვენი წინაპრების უდიდეს შემოქმედებას უკავშირდება
- +

18 სექტემბერი. 2020. 23:20

 

 

 

თუ შესაბამისი ნიჭი არ გაქვს, ვერ შექმნი ისეთ ნამუშევარს, რომელიც უამრავ ადამიანს სასიამოვნოდ გაოცებულს დატოვებს. ჩვენ გარშემო ბევრ ხელოვან ადამიანს გავიხსენებთ, თუმცა ცოტა თუ იქნება ისეთი, რომელიც ქვის მხატვრული დამუშავებით არის დაინტერესებული და დაოსტატებული. ლაშა კეკუას ამ სფეროთი დაინტერესების საკუთარი მიზეზები აქვს, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა, ამავდროულად, სასიამოვნო. საკუთარი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ისტორიის შესახებ ლაშა „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა.

 

 

- ლაშა, ქვის მხატვრული დამუშავებით როდის და რატომ დაინტერესდი?

- ქვისდამი ჩემი დიდი ინტერესი უკავშირდება ჩვენი წინაპრების უდიდეს შემოქმედებას. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ბაგრატის ტაძარში, რომელიც უნიკალური ორნამენტებით არის შემკული. სწორედ ამიტომ გამიჩნდა დიდი სურვილი, რომ მეც გამეგრძელებინა ჩვენი წინაპრების დანატოვარი საგანძური. ზუსტად ასეთი ინტერესის გამო, 11 წლის ასაკში ჩაქუჩითა და სახრახნისით რიონოს პირას ნაპოვნ ქვაში გავთალე შოთა რუსთაველის რელიეფი – ეს იყო ჩემი პირველი შეხება ქვასთან.

- როგორ ფიქრობ, რა დონეზეა საქართველოში ქვის მხატვრული დამუშავება?

- ჩვენ ქვის დამუშავების დონე მაღალი გვაქვს, რასაც საძირკველი ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს. შექმნეს ისეთი უნიკალური ნამუშევრები, როგორებიცაა ბაგრატი, გელათი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი და კიდევ უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომელიც უნიკალურია თავის ნაგებობითა და მხატვრული დეტალებით.

 

 

 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი