logo_geo
ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება
- +

19 სექტემბერი. 2020. 01:59

 

 

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება.

 

სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში! მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს.

 

სამუშაოებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი