logo_geo
2 აპრილს „ღია სახელოსნოების დღე“ მოეწყობა
- +

30 მარტი. 2017. 17:24



კვირას, 2 აპრილს, 14:00-დან  20:00 საათამდე „ღია სახელოსნოების დღე" მოეწყობა.


კინოსტუდია „ქართული ფილმის" ტერიტორიაზე ცამეტმა მხატვარმა ყოფილი ლაბორატორიების სივრცე სახელოსნოებად გადააქცია.


„ღია სახელოსნოების დღე" ხელოვნების მოყვარულებს გთავაზობთ შესაძლებლობას, დაათვალიეროთ მხატვრების სახელოსნოები, გაეცნოთ ახალ ნამუშევრებს და გაესაუბროთ მათ.


მხატვრები:

კახაბერ ბერელიძე

ელენე გაბრიჩიძე

თამარ გურგენიძე

ნაილი ვახანია

არჩილ კორძაია

დავით კუხალაშვილი

თამარ მაღლაფერიძე

ლიკა სარიშვილი

მარიამ ფანცულაია

გეგა ქუთათელაძე

ჯაბა ჭანტურია

გიორგი ხანიაშვილი

თამარ ხმიადაშვილი


ირინა პოპიაშვილის კურატორობით, კინოსტუდიის დერეფანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „გრუზია ფილმს".





 

big_banner
არქივი