logo_geo
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, სალოტბარო სკოლები იხსნება
- +

1 აპრილი. 2017. 16:11



ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და რეგიონების სამსახურის სპეციალისტი მიხეილ ჯავახიშვილი ზესტაფონსა და ბაღდათის სალოტბარო სკოლებს ეწვივნენ და მიმდინარე სასწავლო პროცესი შეაფასეს.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 2014 წლიდან, ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები მსურველებს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.


დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (წალენჯიხა, ხობი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), რომელშიც 700-მდე ბავშვი უსასყიდლოდ სწავლობს.


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი