ზაფხულში ანაკლიაში GEM FEST 2017 ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალი 8 სცენაზე 500-ზე მეტ არტისტს და 10 000-ით მსმენელს უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მსოფლიო რეკორდია , რასაც GUINESS -ის რეკორდების წიგნის კომისია დააფიქსირებს და GEM FEST მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი და მრავალშემსრულებლიანი მუსიკალური ფესტივალი გახდება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ელექტრონული სცენის შემსრულებელთა უმრავლესობა, მათ შორისაა: ნომერ პირველი DJ MARTIN GARRIX, AXWELL INGROSSO, STEVE AOKI, PAUL KALKBRENNER, SOLOMUN, DUBFIRE, BORIS BREJCHA, WORAKLS, SUNNERY JAMES & RYAN MARCIANO, ROBAG WRUHME, RHADOO , RARESH, PETRE INSPIRESCU, ROGER SANCHEZ, DENNIS FERRER, SANDER VAN DOORN, ALY & FYLA, FERRY CORSTEN და სხვა.
ფესტივალის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: http://gem-fest.com/