logo_geo
ვასილ ჩიგოგიძე: გადარჩენილები ვართ, ოზურგეთის თეატრი თავზე რომ არ დაგვენგრა...
- +

11 აპრილი. 2017. 13:44

 


„ოზურგეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში, ახლაც მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 2,5 წელიწადში დასრულდება", - ამის შესახებ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა და თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.


როგორც ჩიგოგიძე აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად ფონდი „ქართუ" აფინანსებს.


„ოზურგეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში, ახლაც მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 2,5 წელიწადში დასრულდება. შენობა ძალიან დიდია და დაზიანებულია, საერთოდ გადარჩენილები ვართ, თავზე რომ არ დაგვენგრა. შარშანვე დამთავრდა შენობის დემონტაჟი და ახლა მიდის ფუნდამენტის გამაგრება, კეთდება თერმოიზოლაცია, სარდაფი წყლით, ლამითა და აგურებით იყო სავსე. ძალიან სერიზული სამუშაოები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ძალიან ინტენსიურად მუშაობს თეატრის მცირე დარბაზი, თუმცა გადავდივართ გურიანთაში, სადაც პირველი სპექტაკლი აპრილის ბოლოს გვექნება, ასევე, კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით გვაქვს დაწყებული პროექტი და საქართველოს მასშტაბით გასტროლებია დაგეგმილი.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულიად ფონდი „ქართუ" აფინანსებს. პროექტის ღირებულება ნამდვილად არ ვიცი, ყველა პრობლემა იქნა გათვალისწინებული, ამაში კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა", - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.


 

big_banner
არქივი