logo_geo
ნაზი სულუაშვილი: ახალციხის თეატრის რეაბლიტაციის პირველი ეტაპი საკმაოდ კარგად დასრულდა
- +

11 აპრილი. 2017. 13:50



2015-2016 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. მათ შორისაა ახალციხის მესხეთის დრამატული თეატრი.


როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნაზი სულუაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და პროცესი 3 ეტაპად დაიყო.


„1976 წელს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალციხის მესხეთის დრამატულ თეატრს, საფუძვლიანი რემონტი კი მას შემდეგ არ ყოფილა. 2015 წელს დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც 3 ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპად სცენის გადახურვის სამუშაოები დაიწყო, მთლიან შენობაზე გამოიცვალა ფანჯრები, ჭერი და იატაკი. პირველი ეტაპი საკმაოდ კარგად დასრულდა. ჩვენ მთლიანად კულტურის სამინისტროს ბალანსზე ვართ, შენობისა და ზოგადად, თეატრის არსებობა კულტურის სამინისტროზეა დამოკიდებული", - აცხადებს სულუაშვილი.


 

big_banner
არქივი