logo_geo
პაატა გულიაშვილი: მიხეილ გიორგაძისგან არ ყოფილა მითითება, რომ მსახიობებს მოკლებოდათ ხელფასი
- +

12 აპრილი. 2017. 12:14


 

„მოგეხსენებათ, პედაგოგებს პენსიის აღების უფლებაც აქვთ და ასევე ხელფასის აღებისაც, მსახიობების მოთხოვნაც სწორედ ის იყო, რომ მსგავსი რამ მსახიობებზეც მოხდეს", - ამის შესახებ თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა და „იბერიის" ეთერში კულტურის სამინისტროს მიმართ მსახიობების პროტესტს გამოეხმაურა.


„რამდენიმე ხნის წინ „იბერიის" ეთერში სიუჟეტი გავიდა, თითქოს მსახიობები რაღაცას აპროტესტებენ. რეალურად აქ ლაპარაკი სხვა რამეზე იყო. მოგეხსენებათ, პედაგოგებს პენსიის აღების უფლებაც აქვთ და ასევე ხელფასის აღებისაც, მსახიობების მოთხოვნაც სწორედ ის იყო, რომ მსგავსი რამ მსახიობებზეც მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველა მოვხუცდებით და ღმერთმა ყველა დიდხანს გვაცოცხლოს, მაგრამ ამის გადაწყვეტა გიორგაძის პრეროგატივა არ არის. იანვარში შემცირებები იყო თეატრებზე და ეს თელავის თეატრსაც შეეხო, თუმცა, გიორგაძისგან არ ყოფილა მითითება, რომ მსახიობებს მოკლებოდათ ხელფასი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს თეატრში ზუსტად ამ პერიოდში რამდენიმე მსახიობს ხელფასი მოემატა კიდევაც", - აცხადებს პაატა გულიაშვილი.


 

big_banner
არქივი