logo_geo
მერაბ ნინიძე კანის ფესტივალზე წარდგენილ ფილმში - ექსკლუზიური ფოტოები გადასაღები მოედნიდან
- +

14 აპრილი. 2017. 21:29



კანის 70-ე ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, წელს 18 ფილმი მოხვდა. მათ შორის უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს - „იუპიტერის მთვარე".


სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. ეს არის ახალგაზრდა ემიგრანტის ისტორია, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, ლტოლვილთა ბანაკში ხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. მკაცრი მედიკოსი ლტოლვილის დახმარებას გადაწყვეტს.


„მოამბემ" ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტოები გადასაღები მოედნიდან და სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა მსახიობ მერაბ ნინიძესთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი