logo_geo
შინდისის გმირებზე გადაღებულ ფილმში მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი ითამაშებენ
- +

10 მაისი. 2017. 21:40



ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე ზაფხულში შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს. სცენარს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ფილმისთვის სცენარს ირაკლი სოლომონაშვილი დაწერს.


დიტო ცინცაძის ახალ ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი შეასრულებენ, კინოსურათში ასევე ვიხილავთ მსახიობ გიორგი ბაბლუანს.

 

„მიხარია ისევ საქართველოში, ისევ დიტოსთან ერთად ახალი ფილმის შექმნა. ეს ჩვენი მესამე ერთობლივი ფილმი იქნება, ქართული თემით და ქართულ ენაზე", - უთხრა On.ge-ს მერაბ ნინიძემ.


მსახიობების შერჩევა ჯერ არ დასრულებულა. როგორც ცნობილია, ფილმში მონაწილეობაზე მოლაპარაკებები მსახიობ ჯონ მალკოვიჩთანაც მიმდინარეობს.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი