რეჟისორი დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს.
სცენარის ავტორია ირაკლი სოლომონაშვილი, ფილმის პროდიუსერი - ედმონდ მინაშვილი, მთავარი გმირის როლს კი მსახიობი მერაბ ნინიძე შეასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე, ია სუხიტაშვილი და გიორგი ბაბლუანი.
სცენარს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს.
ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს „შინდისი" ერქმევა და მისი გადაღებები ზაფხულში დაიწყება. ამ ეტაპზე, ფილმის სხვა მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, ჯონ მალკოვიჩთან მიმდინარეობს.