logo_geo
„მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას“ – „აეროსმიტის“ პასუხი ქართულ ანსამბლს
- +

13 მაისი. 2017. 14:02



ჯგუფი „Aerosmith" „Facebook"-ზე ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ჯეო ფოლკის" მიერ მათი ერთ-ერთი ცნობილი ჰიტის შესრულებას გამოეხმაურა.


„მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას 20 მაისს! ეს ვიდეო არის გზავნილი ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფისთვის, ჩანს, რომ ქართველები მზად არიან თბილად გვიმასპინძლონ" - ნათქვამია „Aerosmith"-ის „facebook"-გვერდზე.


ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა, „ჯეო ფოლკი", ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის „Aerosmith" საქართველოში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ჯგუფის სადებიუტო ალბომიდან „Dream On" ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტი ხუთ ხმაში შეასრულა.


„Aerosmith" 2017 წლის 20 მაისს Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს, პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება. 

 

 

 

 

big_banner
არქივი