logo_geo
ფოთის თეატრში პანტომიმის მსახიობებმა „ვეფხისტყაოსანი“ სხეულის ენით გადმოსცეს
- +

17 მაისი. 2017. 21:42



ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა თეატრმა, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრს უმასპინძლა. მსახიობებმა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი" სხეულის ენით გადმოსცეს. რეჟისორი, თეატრის დამფუძნებელი ამირან შალიკაშვილია.


სპექტაკლი რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.


„აქამდე ჩვენს ქვეყანაში ,,ვეფხისტყაოსანი" სცენაზე არ დადგმულა. ეს სპექტაკლი მთელმა ქვეყანამ უნდა ნახოს",- აცხადებს რეჟისორი ამირან შალიკაშვილი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი