logo_geo
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი იგეგმება
- +

19 მაისი. 2017. 22:34



საქართველოში შესაძლოა, ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ჩამოვიდეს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომღერალი "საქართველოს ბანკის" პერსონალური მომსახურების ჯგუფ  Solo-ს ჩამოჰყავს.


საზოგადოებრივთან საუბრისას, „საქართველოს ბანკი"  მომღერლის შესაძლო ჩამოსვლას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

 

„ჯერ  სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის ჩამოსვლა იგეგმება", - განუცხადეს საზოგადოებრივს „საქართველოს ბანკში".


​ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე მომღერლის ტურებში საქართველო ჯერ არ არის მითითებული.


​ბრიტანელი მომღერლის ჩამოყვანას საქართველოში ერთი წლის წინ Eastern Promotion-ი გეგმავდა, თუმცა მოლაპარაკებები  ჩაიშალა. მაშინ მომღერალი საკმაოდ დიდ ჰონორარს ითხოვდა.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი