logo_geo
მსახიობი ანჯელა ლენსბერი გარდაიცვალა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 02:59

 

 

ამერიკული ტელესერიალის „მკვლელობა, დაწერა მან“ ვარსკვლავი ანჯელა ლენსბერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ის 96 წლის იყო.

 

ანჯელა ლენსბერი 1925 წელს, ლონდონში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ოჯახი ჯერ კანადაში, შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა. 80-წლიანი კარიერის განმავლობაში მან უამრავი როლი შეასრულა კინოში, თეატრსა და ტელესერიალებში. ლენსბერი სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“.

 

 

big_banner
არქივი