logo_geo
15 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო გაიმართება
- +

22 ივნისი. 2017. 12:48



15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" გაიმართება.


ღონისძიება „ბრავო რექორდსი"-სა და Altervision Group-ის ორგანიზებულია. საღამოზე მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერები შესრულდება.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & NEW ONE BAND, SOFT EJECT, GREEN ROOM, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers და EKO & VINDA FOLIO.


კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაეშვება ირაკლის უცნობი ფოტოებისა და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს.


ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება - biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით, ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა დაიწყება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ქობულეთში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია, წინასწარ გახდება ცნობილი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი