logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი წელსაც შედარებით კონსტრუქციულად იქნება განწყობილი, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ისევ მიზეზების ძიებას დაიწყებს
- +

23 ნოემბერი. 2023. 15:16

 

 

როგორც ჩანს, შარშანდელის მსგავსად, ოპოზიციის ნაწილი შედარებით კონსტრუქციულად იქნება განწყობილი და გაუჭირდებათ თქმა, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ეს ახსნადი, დასაბუთებადი არ არ იქნება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ცდილობ, აჩვენო, რომ კონსტრუქციულად ხარ განწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ოპოზიციის მეორე ნაწილი ისევ იმ მიზეზების ძიებას დაიწყებს, რაც შეიძლება, პიარულად იმის ასახსნელად გამოადგეთ, რომ მათთვის სამუშაო ჯგუფებში მუშაობა საინტერესო არ არის.

 

არავის ჰქონდეს ილუზია, რომ საქმეები, რომლებიც შარშან გაკეთდა სტატუსის მისაღებად, უმნიშვნელო იყო. ასე არ არის და სხვათა შორის, ევროკავშირისა და ევროკომისიის განცხადებებიც ამაზე მიანიშნებს. სამუშაო ჯგუფებში ასეულობით საკანონმდებლო ინიციატივა იყო შემუშავებული. კარგი იქნებოდა, ოპოზიციას მცირე პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ამ ყველაფერში მონაწილეობა მიეღო. მათ მოვალეობა აქვთ, ყველგან, სადაც შესაძლებელია, მათი სიტყვა ისმოდეს, მათი შეთავაზება და რეალური ინიციატივები. თავს რატომ არიდებენ? - ამას ერთადერთი ახსნა აქვს, არ სურთ, რომ ქვეყანას პროგრესი, განვითარება და გაუმჯობესება ჰქონდეს, რათა წარმატება ხელისუფლებას არ მიეწეროს. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვის ფართოდ იქნება გახსნილი კარი, რათა ისეთი რეფორმები განვახორციელოთ, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაგვაახლოებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი