logo_geo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარი მხარდამჭერებიც კი დაკარგეს იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებენ
- +

28 ნოემბერი. 2023. 15:13

 

 

“20%-ჩამოსცდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი. როგორც ჩანს, ეს უხარია ხაბეიშვილს. ძალიან კარგია თუ უხარია. კიდევ უფრო მეტად უნდა ჩამოსცდეს ამ მაჩვენებელსაც „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი. იმ პირობებში, როდესაც ამ პარტიის თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, ლიდერი არის კეზერაშვილი და ა.შ. ეს 16 პროცენტიც ზედმეტია ამ პარტიისთვის. რაც უფრო ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“ მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მმართველი პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მხარდამჭერებს მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო კარგავს.

 

წინა არჩევნებზეც აბსოლუტურად დეგრადირებული იყო ეს პარტია, თუმცა აიღეს 27%. დღეს ისეთი მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“, რომ საკუთარი ყოფილი მხარდამჭერებიც კი აღარ უჭერენ მხარს. ამიტომ არის შემცირებული მათი რეიტინგი. როდესაც თავმჯდომარედ გყავს კომიკური ფიგურა, როდესაც ლიდერი გყავს კეზერაშვილი, რომელმაც ჯერ ჯარი და ბიზნესმენები გაძარცვა და ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ამ პირობებში ეს 16 პროცენტიც არიც ზედმეტი. საკუთარი მხარდამჭერებიც კი დაკარგეს იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებენ. 16% თვითონ ხაბეიშვილს უთქვამს. ჩვენ ვამბობდით, რომ 20%-ჩამოსცდა და ხაბეიშვილი ამაყობს თავისი 16%-ით. შეუძლია იამაყოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი