logo_geo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა
- +

11 დეკემბერი. 2023. 20:38

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას შეხვდა.

 

 

"ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, ასევე [ურთიერთობების] შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს პროგრესს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

big_banner
არქივი