logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: 2030 წლის ბოლოსთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება, ეს არის ჩვენი ამბიციური გამოწვევა
- +

14 დეკემბერი. 2023. 00:49

"2 მილიარდი ლარის პროექტები უკვე განხორციელებულია წყალმომარაგების მიმართულებით. ამჟამად მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. 172 მდებარეობა არის ამჟამად და აქედან 60 ლოკაციაზე წელს დასრულდება პროექტები, რომლის შედეგადაც 150 000 ადამიანს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

 

„ეს პროცესი გრძელდება იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „ხედვა 20-20“-შია. გეგმა გვაქვს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქში გვქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. პარალელურ რეჟიმში ჩვენ სოფლებშიც ვავითარებთ წყალმომარაგებას. 60 მდებარეობიდან, რომელიც წელს სრულდება, 56 არის სოფელი. სოფლების განვითარებაც ხდება პარალელურ რეჟიმში და აქაც გვაქვს ინდიკატორები, რომელიც ითვალისწინებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება 2030 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. ეს ძალიან ამბიციური გამოწვევა და მიზანია, თუმცა იმ პროგრესიდან გამომიდინარე და მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, მათი მასშტაბიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელშესახები შედეგები უკვე ყოველწლიურ რეჟიმში გვაქვს“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

big_banner
არქივი