logo_geo
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის
- +

14 დეკემბერი. 2023. 22:15

"მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა. მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის ჩვენს გზაზე", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

big_banner
არქივი