logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 10 წლის განმავლობაში გვყავდეს 100 ათას მოქალაქისგან შემდგარი რეზერვი. ჩვენ ამას ეტაპობრივად მივაღწევთ
- +

17 დეკემბერი. 2023. 23:40

 

 

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 10 წლის განმავლობაში გვყავდეს 100 ათას მოქალაქისგან შემდგარი რეზერვი. ჩვენ ამას ეტაპობრივად მივაღწევთ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მინისტრმა ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის გაწვევა კვლავ სავალდებულო იყოს. მისივე თქმით, მათი მიზანია, ჰყავდეთ დიდი რეზერვი და განავითარონ სამოქალაქო და ტერიტორიული თავდაცვა.

 

„ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 10 წლის განმავლობაში, ჩვენ გვყავდეს 100 ათას ადამიანისგან შემდგარი რეზერვი. ჩვენ ამას ეტაპობრივად მივაღწევთ. წელიწადში დაახლოებით, 5 ათას ადამიანს გადავამზადებთ წვევამდელების სახით. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში და ისინი სხვა ფუნქციებს აღარ შეითავსებენ, როგორც აქამდე ხდებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ანაზღაურება არსებითად გავზარდეთ, ასევე ყველა პირობა შევქმენით, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, უნიფორმები, კვება და ასე შემდეგ, რათა მივაღწიოთ მიზანს, როგორიც აქვთ შვედებს, რომ ვალდებულება იყოს ნებაყოფლობითი და ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისივე განმარტებით, პირობითად, თუ წელიწადში გასაწვევი ჰყავდათ 20 ათასი, მათგან ცნობილი „გირჩის“ ფაქტორით 12 ათასი სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა.

 

 

big_banner
არქივი