logo_geo
ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
- +

21 დეკემბერი. 2023. 10:04

 

 

„ეს არის მოწოდება „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისადმი, - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

„რაც ბოლოს ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა იკადრეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როდესაც მტრობდნენ ჩვენ ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, ამის შემდეგ მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს.

 

 

big_banner
არქივი