logo_geo
ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა
- +

12 ივლისი. 2017. 11:46


 

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის განცხადებით, 2012 წლიდან ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.


იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი. ასე რომ, მინისტრობის გამოცდილებაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

big_banner
არქივი