logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაკავებული იყო იმით, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალა საქართველოსთვის
- +

19 იანვარი. 2024. 10:17

 

 

„ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად დაკავებული იყო, რომ საბოტაჟი გაეწია მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესისთვის“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„სააკაშვილის ფაქტორი იქნებოდა, თუ სხვა ნებისმიერი, გამოეყენებინათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალათ საქართველოსთვის. სხვადასხვა პოლიტიკოსები ამას სხვადასხვა ფორმით, ურთიერთბრალდებების რეჟიმში ადასტურებენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობას კოლეგების მხრიდან ამჯერად თაკო ჩარკვიანი ადასტურებს. დეპუტატი „ქართული ოცნება“ ოპონენტებს შორის მხილების პროცესს თვითგადარჩენის მცდელობად განიხილავს და ევროპული მომავლის გზაზე მათგან ახალ დაბრკოლებებს ელის.

 

 

big_banner
არქივი