logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: არჩევნების შემდეგ გასამართლების პროცესი აუცილებლად უნდა შედგეს
- +

24 იანვარი. 2024. 13:13

 

 

რადიკალების საფრთხე მომდინარეობს იქიდან, რომ ისინი იკვებებიან უცხოეთიდან და ეს არ არის დამალული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მან „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა და "ნაცმოძრაობის" გასამართლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 

„ჩვენ ვითხოვთ, რომ არჩევნების შემდეგ უცილებლად მოხდეს რეჟიმის, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლება თავისი ანასხლეტებით და პოლიტიკური კლასტერებით, ეს იქნება „დროა“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე თუ ნებისმიერი მიმართულება, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლად" მოინათლა და ა.შ. ეს ის ხალხია, ვინც მონაწილეობდა ამ (რეჟიმის გამართლების) პროცესში.

 

რომ არ ყოფილიყო „ნიუნბერგის პროცესი“, მსოფლიოს საზოგადოება დღემდე ვერ შემოინახავდა იმ დეტალებს, რის გამოც დაგმობილია ფაშისტური რეჟიმი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფაშისტური რეჟიმი არის მიუღებელი.

 

ამიტომაც გვინდა, რომ გასამართლდეს ნაცმოძრაობა, რომლის შესახებაც საერთაშორისო სასამართლოებს არაერთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პატიმარ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო შექმნილი რეჟიმი, რომელიც კლავდა ადამიანებს (ეს წერია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში). ჩვენ როგორც შიდა, ისევე საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით საფუძვლები გაგვაჩნია და ამიტომ არჩევნების შემდეგ გასამართლების პროცესი აუცილებლად უნდა შედგეს.

 

რადიკალების საფრთხე მომდინარეობს იქიდან, რომ ისინი იკვებებიან უცხოეთიდან და ეს არ არის დამალული. ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. უკრაინიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, დამართეს ჩვენს მეგობარ ქვეყანას და ხალხს, უნდოდათ და დღემდე უნდათ საქართველოში. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომ ქართული საზოგადოება ამყოფონ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ," - აცხადებს მაჭარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი