logo_geo
შალვა პაპუაშვილი: მამუკა მდინარაძე სამთავრობო გუნდში არ გადაინაცვლებს. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას
- +

1 თებერვალი. 2024. 00:16

 

 


პაპუაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სამთავრობო გუნდში გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდება.

 

 

რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა იქნება, თუმცა შეთავაზება ალბათ ეს იქნება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ შეითავსოს ასევე უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ენერგიის მიმცემი არის ყველა გარემოებაში. მათ შორის, როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთან კომუნიკაციაში. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

big_banner
არქივი