logo_geo
გივი მიქანაძე: განსაკუთრებით საპარლამენტო საქმიანობაში და პარტიულ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ძალიან ბევრი გააკეთა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში
- +

1 თებერვალი. 2024. 12:55

 

 

განსაკუთრებით საპარლამენტო საქმიანობაში და პარტიულ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ძალიან ბევრი გააკეთა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„ირაკლი კობახიძის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში პოზიტიური განწყობაა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ადამიანის უდიდესი დამსახურება და წვლილია იმ პროცესებში, რაც ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას და წინსვლას უკავშირდება. განსაკუთრებით საპარლამენტო საქმიანობაში და პარტიულ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ძალიან ბევრი გააკეთა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო ახალ პოზიციაზე წარმატება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

„ქართული ოცნება“ მერვე ყრილობისთვის ემზადება. რამდენიმე საათში ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ცნობილია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე პოლიტსაბჭოს სხდომა შედგება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს.

 

 

big_banner
არქივი