logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ხუთშაბათისთვის იგეგმება პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის დამტკიცება
- +

2 თებერვალი. 2024. 10:12

 

 

“პარლამენტის ბიუროზე საბოლოო გრაფიკი შედგება, თუ როგორ მოხდება პრემიერობის კანდიდატის მოსმენები კომიტეტში”, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ამ გრაფიკის მიხედვით მომავალი ორშაბათიდან დაიწყება შეხვედრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეხვედრა კომიტეტებთან და სამთავრობო პროგრამის წარდგენა. ხუთშაბათისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის დამტკიცება იგეგმება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

 

 

big_banner
არქივი