logo_geo
პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

2 თებერვალი. 2024. 23:32

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მისი ცალკეული დებულებების დანერგვის პრაქტიკასა და ანალიზზე, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, შეხვედრაში, სახელწოდებით „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების რეტროსპექტული შეფასება“, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ინვესტორთა საბჭოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციების, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები და დარგის ექპერტები.

 



შეხვედრაზე განიხილეს კანონში დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების საკითხები ცალკეულ მუხლებში და საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი.
შეხვედრა გაიმართა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

big_banner
არქივი