logo_geo
თაკო ჩარკვიანი კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან გააძევეს
- +

5 თებერვალი. 2024. 21:21

კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატის თაკო ჩარკვიანის გაძევება მოუხდათ.

 

 

ის რეპლიკით პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„კანონი და სამართლის“ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. მანამდე ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს შეაწყვეტინა.

 

 

„უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, - მიმართა თავმჯდომარემ ჩარკვიანს.

 

 

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობდა, სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ ოპოზიციონერ დეპუტატის თაკო ჩარკვიანის გაძევება მოუხდათ.

big_banner
არქივი