logo_geo
სოზარ სუბარი: რადიკალური ოპოზიციის იმედები ამ არჩევნებთან დაკავშირებით მინიმალურია, რადგან ხალხმა კარგად დაინახა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთი მიზნით, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ
- +

7 თებერვალი. 2024. 23:45

"ოპოზიციის კონსტრუქციულობას ვერ დავიჯერებთ. ეს კარგად გამოჩნდა საკომიტეტო მოსმენებზე, თუმცა დღეს გარკვეულწილად რიტორიკა შეცვალეს," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში დიდხანს ვერ გაძლებს.

 

 

„შეიძლება იმიტომ, რომ მართლა ძალიან სასტიკ მარცხს განიცდიდნენ, როდესაც ისინი გადადიოდნენ ზღვარს და იღებდნენ შესაბამის პასუხებს, რომელიც იყო დასაბუთებული. როგორც დღეს პრემიერობის კანდიდატმა თქვა, მათემატიკის წინააღმდეგ ყვირილი და ალოგიკური ბრალდებები უძლურია, რადგან ყველაფერს ციფრებით გაეცემა პასუხი. როგორც ჩანს ახალი პიარსტრატეგია შეიმუშავეს და მგონია, რომ დროებითი, რადგან დიდხანს ისინი ამ რეჟიმში ვერ გაძლებენ. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ბრალდებები და ყვირილი ყველაფერზე, მათთვის წამგებიანი და როგორც ჩანს ეს ურჩიეს. ფორმა იყო კონსტრუქციული, თუმცა შინაარსში ზუსტად ისევე იყვნენ, როგორც აქამდე, მათი კითხვები არანაირ ლოგიკას არ ეყრდნობოდა და აცდენილი იყო რეალობას. როცა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ ვლაპარაკობთ, როგორც ჩანს როლების გადანაწილება მოხდა - ახლა „ლელომ“ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებით რადიკალური იყოს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი გადაწყვიტა ითამაშოს კონსტრუქციულობა. ხაბეიშვილისგან კონსტრუქციული გამოვიდეს ძალიან მეეჭვება და არ მგონია ამას სერიოზულად უყურებდეს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ზოგადად ჩვენი რადიკალური ოპოზიციის იმედები ამ არჩევნებთან დაკავშირებით მათაც კი იციან, რომ მინიმალურია, ისევე როგორც მინიმალურია მათი იმედი არჩევნების დელეგიტიმიზაციის, შედეგების არცნობის თუ არჩევნების შემდგომ მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანის, რადგან ხალხმა კარგად დაინახა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთი მიზნით, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ. აქამდე მათი მიზანი იყო, რომ საქართველო ჩაერთოთ ომში, ამას ღიადაც ამბობდნენ. როდესაც ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ცდილობენ სტრატეგია შეცვალონ და სხვა მხრივ დააზიანონ ქვეყანა და ამის მკაფიო მაგალითია იგივე „ლელოს“ ვითომ ცხრაპუნქტიანი გეგმა საქართველოს მომავლის, რომელიც პირდაპირ საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას ნიშნავს და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და ხალხის გაღარიბება უკვე შეიძლება მათ წარმოდგენაში უმართავი პროცესების წარმართვას ნიშნავდეს, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის არაარჩევნების გზით საშუალებას მისცემს, მაგრამ ხალხი კარგად არჩევს სად არის სიმართლე და სად - ქვეყნის მტრობა“, - განაცხადა სუბარმა.

big_banner
არქივი