logo_geo
სოზარ სუბარი The Economist-ის სტატიაზე: ევროკავშირი უკვე აპირებს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და თუ დროზე მიიღეს, გავიგებთ, იქ რამდენი ფული იხარჯება საქართველოს დამაზიანებელ კამპანიებზე
- +

8 თებერვალი. 2024. 12:23

 

 

„ეკონომისტში“ სტატია სააკაშვილზე კვლავ ლობისტებს უკავშირდება და ამას მალე დავინახავთ, თუ ისევ ამერიკული ორგანიზაციების გავლით დაამზადეს ეს შეკვეთილი სტატია, რადგან იქ ის ცნობილი კანონი მოქმედებს აგენტების შესახებ, რომლის მიღებაც ჩვენ არ დაგვაცალეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაციები მსოფლიოში შესაძლოა უკვე ევროპაში მოქმედი ლობისტური ორგანიზაციებით ვრცელდებოდეს, სადაც კანონი მათ, აშშ-სგან განსხვავებით, ჯერჯერობით გამჭვირვალობას არ ავალდებულებს.

 

„აშშ-ში მოქმედი ამ კანონით მანამდეც ბევრი ინფორმაცია გავიგეთ. თუმცა, ეს კანონი ჯერ არ მოქმედებს ევროპაში და შესაძლოა, სააკაშვილის მხარემ უკვე ჭკუა იხმარა და არა ამერიკის, არამედ ევროპის რომელიმე ლობისტურ ორგანიზაციას მიმართა შეკვეთილი სტატიისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი უკვე აპირებს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და თუ დროზე მიიღეს, გავიგებთ, ევროპაში რამდენი ფული იხარჯება საქართველოს დამაზიანებელ და ცილისმწამებლურ კამპანიებზე. რაც შეეხება სააკაშვილის „ავადმყოფობას“, ამაზე ყველაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული სტრასბურგსა და ევროსაბჭოს, რომელთაც პირდაპირ თქვეს, რომ მისი გადაყვანის, სხვანაირი მკურნალობის და ა.შ. არანაირი საჭიროება არ არსებობს.

 

ის სასაცილო ბრალდებები კი, რასაც თვეების განმავლობაში ვისმენდით, რომ, მაგალითად, საავადმყოფოს ეზოში მანქანა იდგა, რომელიც მაინცდამაინც სააკაშვილს ასხივებდა და არავის მეტს, არც ექიმებს, არც სხვა პაციენტებს; ან რომ მას რუსული წამლებით მკურნალობდნენ, ოღონდ ერთიც ვერ დაასახელეს, რომლით; ან რომ ვერცხლისწყლით, დარიშხანითა და სხვა მძიმე ლითონებით წამლავდნენ და ა.შ.. საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი და იმ დაფინანსებული კამპანიების ნაწილი აღმოჩნდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

big_banner
არქივი