logo_geo
ირაკლი კობახიძე: იქ, სადაც ოპოზიცია არის სუსტი, ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი და ჩვენი უწყებების საქმიანობა
- +

8 თებერვალი. 2024. 23:46

"იქ, სადაც ოპოზიცია არის სუსტი და სუსტი პირველ რიგში ამ კუთხით, რომ ფაქტების ნაცვლად ზოგად აღქმებზე, აბსტრაქციაზე საუბრობენ, ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი და ჩვენი უწყებების საქმიანობა," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„ოპოზიცია არის ძალიან სუსტი. თქვენ უსმენდით ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიცია საუბრობს არა ფაქტებით, არამედ ზოგადი წინადადებებით, რაც, ბუნებრივია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტიანი კონტროლი განხორციელდეს მთავრობის საქმიანობაზე სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, იგივე კორუფცია, ეფექტიანობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ა.შ. ასეთ ვითარებაში ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლეთ საკუთარი საქმიანობა, საკუთარი უწყებების საქმიანობა და ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი თვითკონტროლზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

big_banner
არქივი