logo_geo
რატი იონათამიშვილი: ის, რომ ლიდერი, საპარლამენტო ცხოვრებიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიდის, საპარლამენტო დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია
- +

10 თებერვალი. 2024. 22:40

 

 

ის ფაქტი, რომ საპარლამენტო ცხოვრებიდან ლიდერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიდის, არის საპარლამენტო დემოკრატიისათვის და საპარლამენტო სუვერენიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეზე საუბრისას განაცხადა.

 

„რადგან ჩვენი ქვეყანა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ეს დემოკრატიული პროცესები, ძალაუფლების გადანაწილების დემოკრატიული პრინციპები სწორედ ისე განვითარდეს, რაც მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში, ეს შედეგები ეფექტურობაზე აისახება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი