logo_geo
პეტრო პოროშენკო: ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა საქართველომ იხსნა შიმშილით სიკვდილისგან
- +

18 ივლისი. 2017. 13:40


უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა საქართველოს მეგობრებს, საერთაშორისო პარტნიორებს და იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა. ამის შესახებ პოროშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვითან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ვიმყოფებოდე აქ - თბილისში, იმ დროს, როცა 4 დღეში, ჩვენი სახელმწიფოები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს. 100 წლის წინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა უკრაინამაც და საქართველომაც. ამიტომ უფრო პასუხიმსგებელია ჩვენი ქმედებები ახლა, შევინარჩუნოთ და დავიცვათ უკრაინული და ქართული სუვერენიტეტი, დამოუკიდელობა, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია.

 

საფრთხეები ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკდიებლობის, ერთი და იგივეა. არავის მივცემთ საშუალებას, გვიკარნახოს ჩვენი მომავალი. უკრაინელებს სჯერათ, რომ შეუძლიათ ქართველი მოძმე ხალხის იმედი ჰქოდნეთ, ისევე როგორც ქართველებს - უკრაინელების. ასე იყო 2008 წელს, 2014 წელსაც და ახლაც ასეა.

 

ყველამ არ იცის, რომ  ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა თავისი ოჯახით იძულებული იყო გამოქცეულიყო თბილისში და საქართველომ უშველა ოჯახს შიმშილით სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის დიდი ბებია კი 1943 წელს მოხვდა სტალინგრადში და იყო ევაკუირებული თბილისში. აქ ცხოვრობდა თბილისში. გუშინ გავიგე, რომ წითელი არმიის ქუჩაზე ცხოვრობდა, მინდა ვანხო იქ ვინც ცხოვრობს და მადლობა გადავუხადო, რომ მძიმე პერიოდში უშველეს ჩემი მეუღლის ოჯახს. ეს რცება თაობებში და აყალიბებს ნდობას. უკრაინელები თავს ხრიან ქართველი ბიჭების წინაშე, რომლებიც 2014 წელს ჩამოვიდნენ და იცავდნენ უკრაინას. მადლობას ვუხდი ურთიერთობების ამ ფორმისთვის, რომელიც დავამტკიცეთ მემორანდუმით", - აღნიშნა პოროშენკომ.




 

big_banner
არქივი