logo_geo
პოროშენკოს „იმედის” დასმული შეკითხვა არ უთარგმნეს
- +

18 ივლისი. 2017. 17:48



უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე „იმედის" ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს შეეხებოდა, თარჯიმანმა არ თარგმნა.


პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა სოფო ჯაჯანაშვილმა ტელეკომპნია „მაესტროს" ჟურნალისტს ნანუკა იორდანიშვილს განუცხადა, რომ ეს კითხვა შეთანხმებული არ იყო.


მას შემდეგ კი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თარჯიმანმა შეკითხვა არ უთარგმნა და ჟურნალისტს კითხვის გამეორება სთხოვა, პრეზიდენტის პრესსამსახურმა მას იგივე შეკითხვის ხელახლა დასმის საშუალება აღარ მისცა.


პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს მოგვიანებით გამოეხმაურა.


ჩვენ ეფექტური ურთიერთობა გვაქვს საქართველოს მთავრობასათან, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რამის თქმა. ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სოციალური პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი ხალხის დაყოფა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.



წყარო - cyc.ge



 

big_banner
არქივი