logo_geo
პეტრო პოროშენკო: უკრაინაში მოწვეულთაგან ზოგიერთმა, სამწუხაროდ, დაიწყო პოლიტიკური აქტივობა და...
- +

18 ივლისი. 2017. 23:10


 

„ჩვენ უკრაინაში მოვიწვიეთ ადამიანები არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან, არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც ტექნოკრატები, რომლებსაც უნდა გაეზიარებინათ ჩვენთვის რეფორმების პრაქტიკული გამოცდილება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების მონაწილეობა უკრაინის მართვაში აფერხებდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.


„არა, სრულიადაც არა, რადგან ჩვენ უკრაინაში მოვიწვიეთ ადამიანები არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან, არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც ტექნოკრატები, რომლებსაც უნდა გაეზიარებინათ ჩვენთვის რეფორმების პრაქტიკული გამოცდილება. ზოგიერთი მათგანი იყო ძალიან ეფექტური, ზოგიერთმა, სამწუხაროდ, დაიწყო პოლიტიკური აქტივობა და დადო ნულოვანი შედეგი. ზოგიერთ შემთხვევაში, დავუშვით შეცდომა, ვაღიარებთ ამ შეცდომას და ვცდილობთ მათ გამოსწორებას. თუმცა ეს ვერ იქნება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორების ხელშემშლელი ფაქტორი", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი