logo_geo
იენს სტოლტენბერგი: საქართველოსთან ნატოს პარტნიორობა ძლიერია 
- +

18 მარტი. 2024. 16:20

"ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდნენ. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის.

„შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში, არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა.

ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში.

რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმს, სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო.

ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

big_banner
არქივი