logo_geo
საქართველოში ვაჟა–ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება
- +

21 ივლისი. 2017. 23:24



საქართველოში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება. ამის შესახებ განცხადება დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. გარდა ამისა, ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს ეროვნული გმირისთვის ფულადი ჯილდოს გაზრდას.


„მივიღეთ გადაწყვეტილება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით. მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გამოვიტანეთ სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ლიტერატურულ დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების ვაჟა-ფშაველას პრემიაზე წარდგენას, რომელიც მიიღებს და შეიძენს ეროვნულ აღიარებას. ასევე, გაიყოფა შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიები. რუსთაველის სახელობის პრემია იქნება ლიტერეტურულ დარგში, ხელოვნებისა და ასევე არქიტექტურის დარგებში ხოლო მეცნიერებისთვის იქნება ეროვნული პრემია, რაც კიდევ უფრო წაახალისებს მეცნიერებს და მოტივაციას მისცემს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი