logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას უნდა, დააბულინგონ ცესკოს თანამშრომლები
- +

21 მარტი. 2024. 17:10

 

 

ისინი ცდილობენ, წაგებული არჩევნების პირობებში შექმნან ისეთი ფონი, რომელიც ადამიანებს დაარწმუნებს სიცრუეში, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„მეტი შანსი არ აქვთ - როდესაც იცის ოპოზიციამ, რომ არჩევნებს აგებს, ერთადერთი, რაც დარჩენილია, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებზე საუბარია. შესაბამისად, უნდათ დააბულინგონ ცესკოს თანამშრომლები და ცოტა ფრთხილად იყვნენ ამასთან დაკავშირებით, რადგან ასე არ ხდება არც საინფორმაციო ველზე და არც ისე - არავინ არავის დაუთმობს ვინმეს დაბულინგებას. ამ ქვეყანაში ყველას აქვთ თავისი უფლებები და ნუ მოეჩვენება ვიღაცებს, ასე რომ ველოლიავებით ახლა ოპოზიციას, დავუთმობთ ამ ხალხის დაბულინგებას. ადამიანი, როგორც კი ობიექტური გახდება, იმ წუთასვე მიაკერებენ, რომ ის არის „ქართული ოცნების“. ანუ, ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის აზრით, საქართველოში ობიექტურობა ნიშნავს „ქართული ოცნების“ მომხრეობას. ამ შემთხვევაში მართლაც ასეა, მაგრამ როდესაც ცესკოზეა ლაპარაკი, ისინი ობიექტურები და დამოუკიდებლები რომ არიან, ამიტომ ნუ დაუწყებენ ბულინგს და ნუ მოატყუებენ ხალხს, რომ იქ რაღაც ხდება და რაღაც კორუფციული გარიგებებია“, -აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი