logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები
- +

25 მარტი. 2024. 15:14

 

 

ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ერევანში, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მინდა კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში. ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენი შეხვედრის დროს. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. რა თქმა უნდა, ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორობას ახასიათებს. ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი