logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის გაუგებარია, თუ ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია არის ვალდებული, შეავსოს დეკლარაცია და გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა
- +

13 აპრილი. 2024. 14:27

 

 

„ჩემთვის გაუგებარია, თუ ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია არის ვალდებული, რომ შეავსოს დეკლარაცია და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ეს არის პირველი და მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მომისმენია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

 

„ძალიან ბევრი განმარტება კეთდება ჩვენი გუნდის მხრიდან, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და მე „გამჭვირვალობის კანონის“ შინაარსსა და დეტალებში არ შევალ, ძალიან კარგად იცის ამის თაობაზე ჩვენმა საზოგადოებამ. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო და არაერთხელ მაქვს ნათქვამი ამაზე შარშანაც და მას შემდეგაც, ჩემი პოზიცია ყველამ იცის. მთავარი მინდა ვთქვა: ჩემთვის გაუგებარია, თუ ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია არის ვალდებული, რომ შეავსოს დეკლარაცია და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ეს არის პირველი და მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მომისმენია. რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას და იმას, რომ ე.წ. ენჯეოების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ამა თუ იმ ორგანიზაციისა თუ პირის საქმიანობასთან დაკავშირებით. მთავრობა და ხელისუფლება ცდილობს, მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა. ამიტომ მე მივესალმები გამჭვირვალობას, ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას და ვუთხრა ე.წ. ოპონენტებს, რომლებიც საუბრობენ ახლა, რომ „ოცნების“ ეს ნაბიჯი არის ანტიევროპული და ა.შ. თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ და მეც ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ პროცესში, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, მანამდე ვიზა-ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება - ყველა ეს ხელშესახები პროგრესი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა. მეც ვარ ამაყი, რომ შეტანილი მაქვს კონკრეტული წვლილი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამ კითხვას ნუ დამისვამთ. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის მომხრე ვარ. თუ რაიმე კითხვა არსებობს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს - არსებობს პარლამენტი, იქ გაიმართება განხილვები. კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ყვირილისა და ემოციების გარეშე, მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა და არგუმენტები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

big_banner
არქივი