logo_geo
ზაზა გაბუნია: ანა დოლიძეზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა...
- +

27 ივლისი. 2017. 01:24



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ დოლიძს მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გაკეთებული შეფასება არ არის სამართლიანი.


„ანა დოლიძეზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა, იმიტომ რომ ტერმინოლოგია, რომელიც მის მიერაა გამოყენებული, ვფქრობ, არ შეესაბამება იმ გარემოში წარმოქმნილ დისკუსიას, გნებავთ დებატებს, რომელსაც პარლამენტი ჰქვია.

 

აქ ჩვენ ვმსჯელობთ, გვაქვს დისკუსია, დებატები, რომელიც შესაძლოა, ზოგჯერ იყოს ძალიან მწვავე და კრიტიკა იყოს ძალიან მძაფრი, თუმცა ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდეს მხარეების მისამართით. მიმაჩნია, რომ ეს შეფასება არ არის სამართლიანი ქალბატონი ანას მხრიდან, მე მესმის მისი, თანავუგრძნობ, მთელი 8 საათის განვალობაში მას მოუწია ფეხზე დგომა, ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა, მაგრამ არც ფიზიკური დაღლა უნდა აიძულებდეს ადამიანს ამგვარი განცხადებების გააკეთოს",- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

 

 

big_banner
არქივი