logo_geo
ირაკლი კობახიძე: ამასაც გავუძლებთ...
- +

29 ივლისი. 2017. 23:56



პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ისტორიას ახსოვს ამაზე უარესი პრეზიდენტიც და ხალხი ამასაც გაუძლებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები არიან: თავხედები, უზრდელები, შარიკოვები, მედროვეები და კომკავშირელები. ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველო მეტს იმსახურებს ნამდვილად. თუმცა, საქართველოს ისტორიას ახსოვს ამაზე უარესი პრეზიდენტიც, ამასაც გავუძლებთ რამენაირად და ჩვენ აუცილებლად გვეყოლება საბოლოო ჯამში ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იმოქმედებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და რომელიც იმოქმედებს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი