logo_geo
ლევან იზორია: მაიკ პენსის ვიზიტი უდიდესი მხარდაჭერაა საქართველოსთვის
- +

31 ივლისი. 2017. 11:32



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი მკაფიო გამოხატულება და მხარდაჭერაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ამ განვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.


მისი თქმით, უმოკლეს დროში შედგა უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, ხოლო ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას შორის პარტნიორული ურთიერთობაა.


„ბატონ პენსის ვიზიტი უდიდესი მხარდაჭერაა საქართველოსთვის. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განსაკუთრებული დინამიკა გვაქვს. უმოკლეს დროში შედგა უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ჩვენ ვმასპინძლობთ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი მკაფიო გამოხატულება და მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ამ განვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა იზორიამ.










 

big_banner
არქივი